მთავრობა საპატრიარქოს 472 კვ მეტრის ტერიტორიას 1 ლარად აძლევს - თეოლოგები ფაქტს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ

04.08.24 20:18
მთავრობა საპატრიარქოს 472 კვ მეტრის ტერიტორიას 1 ლარად აძლევს - თეოლოგები ფაქტს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ

 

 

საპატრიარქოს ქონებას ახალი მიწის ნაკვეთი ემატება. სულ რაღაც ერთ ლარად 472 კვადრატული მეტრის ტერიტორიას მართლმადიდებულ ეკლესიას მთავრობა აძლევს. განკარგულება ნომერი 10-73 უკვე პრემიერ მინისტრის მიერ არისს ხელმოწერილი.

რატომ გაახსენდა მთავრობას ეკლესია მაინც და მაინც წინა საარჩევნოდ? ყველას რჩება განცდა, რომ ეს შემთხვევითობა არ არის. სავარაუდოდ, "ქართული ოცნება" ამ გზით გაცემულის უკან დაბრუნებას დაელოდება.

თეოლოგებმა კობახიძის ხელმოწერილ დოკუმენტში მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია ამოიკითხეს. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.