ატენის საჯარო სკოლა წლებია ვერ შენდება - "ოცნების" დეპუტატის სიძის კომპანიამ სამუშაობი კიდევ 4 წლით გადადო
სოფელ ატენის საჯარო სკოლაში ზარი კიდევ ოთხი წელი ვერ დაირეკება. ადგილი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, მიტოვებულია. მშენებელმა კომპანიამ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ იმდენი შეძლო, რომ ტერიტორია სამშენებლო მოედნად გადააქციეს და საძირკველი გამოთხარეს. უკვე წლებია ზამთრის ცივ დღეებში მოზარდები განათლების მისაღებას მეზობელ სოფლებში დადიან. კილომეტრიანი გზა სკოლის მოსწავლეებმა უკან სახლში დასაბრუნებლადაც უნდა გაიარონ, რათა მეორე დღისთვის მეცადინეობაც მოასწრონ და ისევ უცხო საკლასო ოთახებში მივიდნენ.
აღსანიშნავია, რომ პირობების დარღვევაში მხილებული კომპანია "ლაგი კაპიტალია", რომლის ხელმძღვანელიც რუსულ კანონზე ხელმომწერი ერთ-ერთი დეპუტატის სიძეა.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.