სკანდალი კინოცენტრში - როგორ აღმოჩნდა შანხაის კინოფესტივალზე კაცი, რომელსაც, წესით, კინოსთან კავშირი არ აქვს
როგორ აღმოჩნდა შანხაირს კინოფესტივალზე კაცი, რომელსაც, წესით, კინოსთან კავშირი არ აქვს? ეროვნული კინოცენტრი დიდ სკანდალშია გახვეული. ირკვევა, რომ კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი 12 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში ჰყავდათ შეყვანილი. იოსებ სუთიძის ჩინური თავგადასავლისთვის დაიხარჯა ბიუჯეტის ფულიც.
რა მიზნით ან რა მოტივით გაუშვეს საჯარო მოხელე გრანდიოზულ კინო ფესტივალზე?
სკანდალური ამბის დეტალები თავდაპირველად გამოცემა "პუბლიკამ" გამოაქვეყნა. ამის შემდეგ "პირველებმა" სცადა კითხვებზე პასუხები თავად საჯარო მოხელისგან მიეღო, თუმცა სუთიძე არ არის ერთადერთი, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს. ეჭვებს აჩენს დელეგაციის შემადგენლობაში არსებული სხვა სახელი და გვარებიც.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.