თავშესაფარში შშმ პირი გარდაიცვალა - დაადებენ თუ არა ხელბორკილებს მომვლელებს?

04.08.24 20:15
თავშესაფარში შშმ პირი გარდაიცვალა - დაადებენ თუ არა ხელბორკილებს მომვლელებს?

 

 

 

დაადებენ თუ არა იმერეთში მდებარე თავშესაფრის მომვლელებს ხელბორკილებს? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დუმილი გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახმა დაარღვია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ვალერი კუპრაშვილს მომვლელები არასათანადოდ უვლიდნენ.

 ჭირისუფლების პრეტენზიები რომ ლოგიკას მოკლებული არ არის, ამას მოწმობს მტკიცებულებებიც. ოჯახის ხელშია ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც შემზარავი ფაქტია ასახული. ირკევევა, რომ  გარდაცვლილ მამაკაცს სხეულზე მძიმე დამწვრობები აღენიშნებოდა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლითად დადასტურდა, რომ ვალერი კუპრაშვილს სიცოცხლეში სხეულის 18 პროცენტი დაეწვა. ახლა გამოძიებაა ადგენს, ვინ გამოიჩინა გულგრილობა.