პროტესტი ქობულეთში - ბობოყვათის მოსახლეობა 15 ჰექტრამდე მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას აპროტესტებს
ქობულეთში საპროტესტო აქციები იწყება. სოფელ ბობოყვათში ადგილობრივები 15 ჰექტრამდე მიწის ფართობის კერძო საკუთრებაში გადაცემას აპროტესტებენ. 10-მდე ოჯახი ამბობს, რომ ნაკვეთების ახალი მეპატრონე სამომავლო გეგმებს ისე აწყობს, რომ ადგილობრივების მოსაზრებებით არ ინტერესდება.
გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საავტომობილო გზაც გადაკეტეს. მოსახლეობა ითხოვს დიალოგს, წინააღმდეგ შემთვევაში, აქციები უწყვეტი და უფრო მასშტაბური გახდება.
არსებული ინფორმაციით, 15 ჰექტრიდან 12 ჰექტარი საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივ მემამულეებს ეკუთვნოდათ და ამ მიწას ისტორიული სახელებიც აქვს.