მანანა ჯებაშვილი - “ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება ემიგრაციასთან ბრძოლაში
“საარჩევნო უბნებს არ ხსნის ხელისუფლება იმის გამო, რომ იციან წააგებენ” - ამის შესახებ “ევროპული პარადიგმის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მანანა ჯებაშვილმა განაცხადა
ჯებაშვილის თქმით, ოცნება ემიგრაციასთან ბრძოლას აგებს, რის გამოც ისინი მაქსიმალურად ცდილობენ საარჩევნო უბნები არ გახსნან
საარჩევნო უბნებს არ ხსნის ხელისუფლება იმის გამო, რომ იციან წააგებენ. ისინი თუ არ გახსნიან საარჩევნო უბნებს, ამით არღვევენ კანონს და ამაზე აგებენ კიდევაც პასუხს.
“ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება ემიგრაციასთან ბრძოლაში. არჩევის უფლება მათ არ აქვთ, არც ცეესკოს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს. ისინი ვალდებულნი არიან შექმნან უბანი თუ იქ არის 50 ემიგრანტი დარეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე.- განაცხადა ჯებაშვილმა.