"არ გამოვრიცხავ, ხელისუფლება მესამე სექტორს ძალისმიერი მეთოდებით გაუსწორდეს''- სალომე სამადაშვილი

05.08.24 15:55
"არ გამოვრიცხავ, ხელისუფლება მესამე სექტორს ძალისმიერი მეთოდებით გაუსწორდეს''- სალომე სამადაშვილი

"არ გამოვრიცხავ, ძალადობრივი გზებით მოხდეს, გასწორება იმ ორგანიზაციებთან, რომლის გაჩუმებაც უნდა კორუმპირებულ რუსულ რეჟიმს"- ესე გამოეხმაურა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი რუსული კანონის ვებგვერდის ამოქმედებას.

მისი თქმით, ხელისუფლება რუსული კანონის ამოქმედებით არასასურველი მედიისა და მესამე სექტორის გაჩუმებას შეეცდება.

ამ კანონის გამოყენებით, ისინი შეეცდებიან გააჩუმონ მსგავსი ორგანიზაციები, გააჩუმონ მედია, რომელიც ასევე ინფორმირებას უკეთებს საზოგადოებს, მაგალითად კორუფციაზე. მათთვის განკუთვნილ ფულს, ვინ იპარავს?, რატომ იპარავს და სად მიაქვს ეს ფული. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ძალადობრივი გზებით მოხდეს, გასწორება იმ ორგანიზაციებთან, რომლის გაჩუმებაც უნდა კორუმპირებულ რუსულ რეჟიმს.

ფაქტობრივად, ყველა ელოდება იმას, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება და გაუქმდება რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სავარაუდოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის და ყველა სხვა სიკეთის დაკარგვაც გვემუქრება".- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ხელისუფლებამ რუსული კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა. 

ცნობილია, მესამე სეტორის პოზიცია - არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიულ კანონს პროტესტით პასუხობენ. დაანონსებული სადამსჯელო ზომების მიუხედავად სამოქალაქო  სექტორი უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირებას არ აპირებს.