6 თვეში, საქართველოში ხანძრის 5 985 შემთხვევა დაფიქსირდა
მიმდინარე წლის I-II კვარტალში საქართველოში ხანძრის 5 985 შემთხვევა დაფიქსირდა - შესაბამის მონაცემებს "საქსტატი" ავრცელებს, სადაც წერია, რომ ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ხაზგასმული, შემთხვევების შედეგად, 122 ადამიანი დაშავდა, 253 შენობა-ნაგებობა განადგურდა და 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიღუპა.