"ქურდს რა უნდა ბნელი ღამე, ენჯეო სექტორს - გაუმჭვირვალობა" - გურამ მაჭარაშვილი

05.08.24 16:03
"ქურდს რა უნდა ბნელი ღამე, ენჯეო სექტორს - გაუმჭვირვალობა" - გურამ მაჭარაშვილი

ქურდს რა უნდა ბნელი ღამე, ენჯეო სექტორს უნდა გაუმჭვირვალობა - "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, ამტკიცებს, რომ რუსული კანონი "გამჭვირვალეა".

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი არ უნდა სარგებლობდეს პრიორიტეტით, უნდა დარეგისტრირდნენ  სპეციალურ ვებ გვერდზე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ დღეს აამოქმედა

ქურდს რა უნდა ბნელი ღამე, ენჯეო სექტორს რა უნდა გაუმჭვირვალობა. თუ გაუმჭვირვალობა გინდა ესე იგი დასამალი გაქვს და თუ დასამალი გაქვს, ესე იგი არასწორად ხარჯავ შავ ფულს. მაგალითად მე, რომ არ შევავსო დეკლარაცია ამისთვის არსებობს ჯარიმა და დავჯარიმდები. ან არასწორად, რომ შევავსო, ამისთვისაც დავჯარიმდები და არასამთავრობო სექტორი, რატომ უნდა სარგებლობდეს პრიორიტეტით. უნდა შეავსოს, თუ არ შეავსებს დაჯარიმდება მეტი სხვა მექანიზმი და სანქციები  არ არსებობს- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

ხელისუფლებამ რუსული კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა.

ცნობილია, მესამე სეტორის პოზიცია - არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიულ კანონს პროტესტით პასუხობენ. დაანონსებული სადამსჯელო ზომების მიუხედავად სამოქალაქო  სექტორი უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირებას არ აპირებს.