პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადაციო საპტიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცენ სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვან საქართველოდან" - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სააპელაციო სასამართლოში ინაცვლებს - აფგან სადიგოვის უფლებადამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაუშვან ჟურნალისტი 90-დღიან მიგრაციულ პატიმრობაში, ასაჩივრებს.
იურისტი სასამართლოს მტკიცებულებებს 7 დღის ვადაში გადასცემს, სადაც მკაფიოდ იქნება განმარტებული, თუ რატომ არ უნდა გადაეცეს "აზელ ტვ"-ის რედაქტორი აზერბაიჯანს.
დიმიტრი ნოზაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ აფგან სადიგოვს არ გააჩნდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მეტიც, როგორც ადვოკატი ამბობს, ამ დროის განმავლობაში, ჟურნალისტისთვის არავის დაურეკავს საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებისთვის.
"აზელ ტვ"-ის რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში 3 აგვისტოს დაადეს. სპეცოპერაცია ინგოროყვას ქუჩაზე ჟურნალისტის ცოლის და მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ჩატარდა. სადიგოვს აზერბაიჯანული გამოძიება გამოძალვასა და მუქარას ედავება, თუმცა ალიევის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი შურისძიებაში იმალება. ამ საეჭვო საქმემ ყველას წარსული და თბილისი ცენტრიდან გატაცებული კიდევ ერთი აზერბაიჯანიდან გამოქცეული ჟურნალისტი გაახსენაა.