ვიტალი გეგუჩია ბრალის წარსადგენად დაიბარეს

05.08.24 18:35
ვიტალი გეგუჩია ბრალის წარსადგენად დაიბარეს

მოქალაქე ვიტალი გეგუჩია პროკურატურამ ბრალის წარსადგენად დაიბარა - ამის შესახებ ინფორმაციას გეგუჩიას ცოლი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ რუსული კანონის მიმღები დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია ცდილობს, მათი ოჯახი "გაანადგუროს".

ვიტალი გეგუჩიას მეუღლე ხაზს უსვამს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, პროკურატურა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გატეხას ცდილობს.

ბრალის წარსადგენად დაიბარეს ვიტა დღეს საღამოს… ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაო. ანუ აქეთ გვდებს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია რაღაცაში ბრალს და ცდილობს გაგვტეხოს?!?! გაგვანადგუროს?!?! უფრო გავძლიერდებით, თქვენ კი ეს ამბავი გადაგიყოლებთ!”, - წერს ის.

 გეგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა ფორთოხლის სროლის გამო მათ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე უკან გააბრუნეს.

რამდენიმე დღეში კი ფორთოხლის მაღაზიის მფლობელთან სამეგრელოში, სოფელში, სადაც ხილ-ბოსტნის მაღაზიის მფლობელები იყვნენ ჩასულები - PosTV-ი ჩავიდა.

"ხელის ბიჭი ხარ“, - ისმის ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც 31 მაისს გუგუჩიას მეუღლემ გადაიღო.

„ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“, - უთხრა ჩანაწერის თანახმად, ხილ-ბოსტანის გამყოდველმა ჟურნალისტს და გადამღებ ჯგუფს მისი საცხოვრებელი სახლის დატოვებისკენ მოუწოდა.

კადრებში ასახულია, სიტყვიერი დაპირისპირება, ისმის გინება, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

გუგუჩიას ოჯახის ახლობლების თქმით,  ოპერატორმა და გეგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს ფეხი დაარტყა.  ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გეგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

მომხდარის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.