"8 810 751 ლარის ოდენობით გადასახადებს თავი აარიდა" - სამართლებრივი დევნა 1 პირის წინააღმდეგ დაიწყო

06.08.24 10:37
"8 810 751 ლარის ოდენობით გადასახადებს თავი აარიდა" - სამართლებრივი დევნა 1 პირის წინააღმდეგ დაიწყო

 განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. ფინანსთა სამინისტორს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული მისი კუთვნილი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას სისტემატიურად ახდენდა და ამ გზით თავიდან აირიდა 8 810 751 ლარის ოდენობით გადასახადები.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბიზნესმენს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 8 810 751 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.