აბაშაში პოლიცია 40 წლამდე მამაკაცს ეძებს

02.08.21 11:51
აბაშაში პოლიცია 40 წლამდე მამაკაცს ეძებს

სამძებრო ოპერაცია აბაშაში  - პოლიცია 40 წლამდე მამაკაცს ეძებს. ახმედ ბუსკნაძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად  იყო წასული, სადაც მეგობრებს ჩამორჩა , რის შემდეგაც მისი კვალი ქრება. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცის კუთვნილი მობილუტი ტელეფონი და სხვა ნივთები იპოვეს, თუმცა დაკარგულის კვალზე გასვლა პოლიციამ ჯერ ვერ მოახერხა.  

აბაშაში იყო თხილის საკრეფად წასული და იქ რავიცი, ცოტა დაულევიათ... ვერ ვიმუშავებო, დაწოლილა და მერე არავის უნახავს, - ამბობს ადგილობრივი. 
 

 მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვები პოლიციის განყოფიელბაში გუშინ ღამე გვიანობამდე მიმდინარეობდა.