აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - სადიგოვის საჩივარი სააპელაციოშია
აფგან სადიგოვის საჩივარი სააპელაციოში შევიდა. ახლა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებადამცველები 5-დღიანი ვადის გასვლას ელოდებიან იმის დასადგენად, მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო სასამართლო საქმეს. ადვოკატები პატიმრობის გაუქმებას, სანაცვლოდ კი ორი ათას ლარიან გირაოს ითხოვენ.
პარალელურად ირკვევა, რომ აფგან სადიგოვმა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.
ადვოკატის განმარტებით, დაკავებულის ექსტრადიცია ვერ განხორციელდება, იქამდე ვიდრე, ეს პროცედურები არ დასრულდება. “აზელ ტვ“-ის რედაქტორი ითხოვს, არ გადასცენ აზერბაიჯანს, საიდანაც ის დევნისა და შევიწროების გამო გამოიქცა.