ლაშა სუხიშვილი შოვზე გამოქვეყნებული უმწვავესი დასკვნის შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს - რა ეჭვი აქვს გარემოს სააგენტოს უფროსს

09.08.24 17:25
ლაშა სუხიშვილი შოვზე გამოქვეყნებული უმწვავესი დასკვნის შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს - რა ეჭვი აქვს გარემოს სააგენტოს უფროსს

დაიწყო თუ არა შურისძიება მეცნიერებზე? - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც ლაშა სუხიშვილი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, კითხვები იმ უმწვავესი ანგარიშის შესახებ დაუსვეს, რომლითაც დამტკიცდა, რომ შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.

ლაშა სუხიშვილი დაკითხივის პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების შეკითხვები კონკრეტულად სეისმურ მონაცემებს ეხებოდა, რაზეც სუხიშვილის თქმით, კომპეტენცია არ გააჩნია. 

"ვერ მივხვდი, მე რატომ მეკითხებოდა გამომძიებელი ისეთ საკითხებს, რომელშიც კომპეტენტური არ ვარ" - აცხადებს ლაშა სუხიშვილი და იქვე ამატებს, რომ ეს გარემოება ეჭვებს უჩენს. 

ერთი კვირის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ შოვის კვლევის ახალი მასალები და ორშაბათს დამიკავშირდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ იყო გასაუბრება საჭირო და ამ მასალების საგამოძიებო პროცესში ჩართვა, რაც ცხადია, ასეც უნდა იყოს. საუბარში გამოკვეთა, რომ მათ აინტერესებთ სეისმური მონაცემები, რაზეც ვუთხარი, რომ არ ვარ სეისმოლოგი და თეა გოდოლაძე მეტად კომპეტენტურ პასუხებს გასცემდა. ამაზე მივიღე პასუხი, რომ ეს არის მასალების საქმეში ჩართვის პროცედურა და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის.

დღეს მივედი საგამოძიებო სამსახურში და თითქმის ყველა კითხვა შეეხება სეისმოლოგიას, რისი სპეციალისტიც მე არ ვარ. მე სხვა სპეციალობის წარმომადგენელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ამას ვაფიქსირებდი, კითხვები შეეხებოდა სეისმოლოგიას. ვერ მივხვდი, მე რატომ მეკითხებოდა გამომძიებელი ისეთ საკითხებს, რომელშიც კომპეტენტური არ ვარ. ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი", - ამბობს ლაშა სუხიშვილი. 

იყო თუ არა შესაძლებელი შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება? - 1-წლიანი შესწავლის შემდეგ, მკვლევრებმა შოვის ტრაგედია სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდ სტიქიად შეაფასეს. მეცნიერების ცნობით, წინასწარი შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყვებოდა.

როგორც გეოლოგები იტყობინებიან, კლდემ შლა 3 საათით ადრე დაიწყო და შესაბამის სამსახურებს ხალხის ევაკუაციისთვის დრო 2 საათი ჰქონდათ. ამასთან, სტიქიამდე 8 წლის განმავლობაში კლდოვანი მასის შლა ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცა გარემოს მონიტორინგი არცერთ ეტაპზე არ განხორციელებულა. 

1-წლიანი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტიქიის კერაში 22 დღით ადრე შოვის სტიქია საქართველოს სეისმური ქსელის თითქმის ყველა სადგურმა წამის სიზუსტით აღწერა. ასევე, უშუალოდ სტიქიის დროს ხეობაში მასა 8-10 წუთის განმავლობაში ჩამოდიოდა, რაც პროცესების მყისიერად განვითარებას ხელს უშლიდა.

გეოლოგები ამბობენ, რომ ადგილზე წინასწარი შეტყობინებებისა და მონიტორინგის სისტემის გამართულობა, შოვში მყოფ ადამიანებს განგაშის საფუძველსა და შემდგომ უკვე გადარჩენის საშუალებას მისცემდა.

ამასთანავე, გეოლოგები აცხადებენ, რომ დევდორაკის ხეობა ის ერთადერთი ზვავსაშიში რეგიონია, სადაც განგაშის სისტემა აყენია, თუმცა სიგნალს, მხოლოდ და მხოლოდ, რამდენიმე წუთით ადრე იძლევა.

მსგავსი სიახლეები