"ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით" - კობახიძე

02.08.21 15:11
"ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით" - კობახიძე

"ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით", - ეს განცხადება პრეზიდენტთან  შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძე ოპოზიციასთან შეთანხმების დადებას მომავალშიც გამორიცხავს. 

ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას აინტერესებდა ჩვენი პოზიცია და ეს გავაცანით. რაც შეეხება ამ შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ", - ამბობს კობახიძე.