შესაძლებელია, კითხვის ნიშანი გაჩნდეს ბევრ გახმაურებულ საქმეზე - სიმონიშვილი სამხარაულიდან მოპარულ მტკიცებულებებზე

02.08.21 15:22
შესაძლებელია, კითხვის ნიშანი გაჩნდეს ბევრ გახმაურებულ საქმეზე - სიმონიშვილი სამხარაულიდან მოპარულ მტკიცებულებებზე

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და იურისტები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გამქრალ მტკიცებულებებზე საუბრობენ. "საიას" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი მტკიცებულებების გაქრობით გამოწვეულ რისკებზე საუბრობს. სიმონიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული კონკრეტულ სამართლებრივ  საქმეებზე მანიპულაცია მოხდეს. 

შესაძლებელია,  კითხვის ნიშანი გაჩნდეს ბევრ გახმაურებულ საქმესთან მიმართებითაც მათ სორის, ჩვენ არ ვიცით რეალურად რა მოცულობის ინფორმაციაა დაკარგული, რა საქმეებთან მიმართებით არის დაკარგული და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. სამხარაულის ბიურო არის დაწესებულება, სადაც უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ზოგიერთ საქმესთან მიმართებით გარკვეულ მტკიცებულებებზე, თუ ასეთი დაბალი დონის უსაფრთხოებაა, სხვადასხვა დონის მანიპულაციაც მომხდარიყო", - ამბობს სიმონიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელმა, დავით უმანკოშვილმა ის ტექნიკა დაალომბარდა, რომელზეც  მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის მტკიცებულებები ინახებოდა. უმანკოშვილმა ამბის შესახებ თავად აღიარა.

მსგავსი სიახლეები