შეიარაღებული თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - პარტიის წევრები დაშინების მცდელობაზე საუბრობენ

17.03.21 15:38
შეიარაღებული თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - პარტიის წევრები  დაშინების მცდელობაზე საუბრობენ

შეიარაღებული თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - პარტიის წევრები ფაქტს დაშინების მცდელობად  აფასებენ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზურაბ მელიქიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან ფსევდო დემოკრატიის დაფუძნებაზე საუბრობს და ამბობს, რომ   მსგავსი თავდასხმები ხელისუფლების ხელწერაა.

ეს არის ჩვეულებრივად დაშინების მცდელობა, ეს არის ის  ხელწერა, რაც არის უშუალოდ ხელისუფლების. მათ ინტერესში შედის,რომ დროულად იქნეს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი. აი, ახლა აი, ამ პერიოდში, როდესაც ერთი მხრივ ვითომ მოლაპარაკებებზე მოდიან, თან აგერ ევროპას აოცებენ თავისი არასრულფასოვანი დემოკრატიით და მეორეს მხრივ, მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან მოდიან და არა თუ პარტიის თავმჯდომარეს იჭერენ შტურმით, არამედ მის ბანერს, მის ოფისს ესვრიან დღისით-მზისით და აი, ამაზე ამბობენ, რომ საქართველოში არის თურმე გარკვეულწილად დემოკრატია მათი მხრიდან დაფუძნებული - აცხადებს მელიქიშვილი.

პროვოკაციას უწოდებს მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრი, ბაჩო დოლიძე. დოლიძეს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ  გამოძიებას კამერებიდან ამოღებულ მასალას მაინც მიაწვდიან.

ეს არის საშიში, კრიმინალური ხასიათის აქცია და პროვოკაცია, რომელიც განხორციელდა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ობიექტური სურათი დაიდება, თუმცა ჩვენ გვაქვს კამერები, ვეცდებით, რომ კამერებიდან ამოვიღოთ ის დეტალები და მერე წარვუდგინოთ უკვე მაყურებელს - აცხადებს  დოლიძე.

ენმ-ს ოფისზე შეიარაღებული თავდასმხა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ოპოზიციური პარტიის შენობის მიმართულებით სროლა რადმენჯერმე განხორციელდა. ტყვია ნიკა მელიას ბანერს მოხვდა, რომელიც შენობის ფასადზეა გაკრული.

შემთხვევის შედეგად არავი დასავებულა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები