აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების საქმე - "პირველებმა" ჰუსეინ ბაკიხანოის აუდიოჩანაწერები მოიპოვა

02.08.21 17:13
აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების საქმე - "პირველებმა" ჰუსეინ ბაკიხანოის აუდიოჩანაწერები მოიპოვა

აზერბაიჯანელი ბლოგერის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე - „პირველებმა“ ახალი დეტალები გაარკვია. მოპოვებულია აუდიოჩაანაწერები, რომელიც ჰუსეინ ბაკიხანოვმა გარდაცვალებამდე მეგობარს გაუგზავნა. ხმოვან შეტყობინებებში ბლოგერი მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ სასუბრობს, პოლიციას ჩვენების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს  და თავდასხმის ორგანიზატორად აზერბაიჯანის ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს ასახელებს. 

პოლიციაში მინდა მისვლა. მოვთხოვ დაწერონ ის, რაც მე ვილაპარაკე. არის ეპიზოდები ისე არ უწერიათ, როგორც ვილაპარაკე, მაგრამ მათ არ სურთ შეცდომის გასწორება. მე იქ არ წავსულვარ როგორც ტურისტი, ან მოქალაქეობის მსურველი, მათ ასე დაწერეს. მე აქ ჩამოვედი როგორც თავშესაფრის მაძიებელი, დევნილის სტატუსის მისაღებად, მაგრამ დაწერეს, რომ მე მოქალაქეობის მისაღებად ჩამოვედი. მე ვეუბნები, ვფიქრობ, ჩემზე თავდასხმის უკან აზერბაიჯანული მთავრობა დგას, მაგრამ დაწერენ? ომბუდსმენის აპარატიდან დამირეკე,ს მითრეს, რომ ჩემს საქმეს შეისწავლიან, - ამბობს აუდიოჩანაწერში უცხოელი ბლოგერი.

პარალელურად, აღნიშნულ ინფორმაციას „პირველებს“კიდევ ერთი ბლოგერი უდასტურებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაკი-ხანოვის გარდაცვალების უკან აზერბაიჯანული სპეცსამსახურები და საელჩო დგას.

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, შს მინისტრი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. 

გადმოაგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა 99%, თუმცა ახლა იძლება, რამ მიიყვანა თითმკვლელობამდე ამაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ, - აცხადებს ვახტანგ გომელაური. 

აზერბაიჯანელი ბოლეგრი სასტუმრო რუმსის მე-7 სართულიდან 14 ივლისს გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ ოჯახს ორი კვირის შემდეგ აცნობეს.