გლობალურ რუკაზე კვლავ გავშავდით, ბევრი ქვეყანა მოუწოდებს მოსახლეობას არ ჩამოვიდნენ ჩვენთან - სოფო ჯაფარიძე
"მედგიდის" დამფუძნებლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობას საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიური ვითარება ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა გაართულა.
მთელი მსოფლიოსთვის გავხდით თითით საჩვენებელი, როგორც ყველაზე უკან მდგომი ქვეყანა, როგორც ყველაზე დაბალი ტემპით მიმდინარე ვაქცინაციის მიმართულებით, მაღალი ინფიცირებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლეტალობით, ბევრი ქვეყანა მიუთითებს და მოუწოდებს თავის მოსახლეობას, რომ ჩვენთან არ ჩამოვიდეს, რაც დიდ პრობლემას შეუქმნის ტურიზმს, გლობალურ რუკაზე კვლავ გავშავდით და გვაქვს დიდი პრობლემა და ძალიან დაბალი რეპუტაცია, რაც ყოველდღიურად უფრო მძაფრდება", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუტარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია. საქართველოში მოგზაურობის მთავარ საფრთხედ დეპარტამენტი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიურ ვითარებას ასახელებს.
ბოლო 24 საათსი, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა ვირუსის 1655 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 8%-ს გადააჭარბა.