დაკარგული მთამსვლელის ცხედარი სვანეთში იპოვეს
სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაღუპული 3 800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები." აცხადებს უწყება.
ცნობისთვის, მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად, ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა. სვანეთის მთებში ძებნის ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, არჩილ ბადრიაშვილი მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა ირკვევა, რომ 10 აგვისტოსს გაუჩინარებული მთამსვლელის ძებნის ოპერაციაში სამაშველო ვერტმფრენი 11 აგვისტოს ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამოცემა "მთის ამბებს" ეუბნება, რომ 10 აგვისტოს მესტიაში ცუდი ამინდი იყო და წვიმის და სეტყვის გამო ვერტმფრენს ვერ ააფრენდნენ. ამ ვერსიას კი ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.
ექსპედიციაში სულ ოთხი ადამიანი მონაწილეობდა. მაშველებმა სამი მათგანის გადარჩენა მოახერხეს. არჩილ ბადრიაშვილი არაერთი ჯილდოსს მფლობელია. პროფესიონალ აპლინისტს 7303 მეტრი მწვერვალის დაპრყობისთვის ოქროს წერაყინიც აქვს მიღებული.