20 800 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

03.08.21 10:02
20 800 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4 728 ერთეული კოლოფი „MAC“-ის, „MANCHESTER“-ის, „FLOYD“-ის, „DUBAO“-ს და „OSCAR“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 803 ლარს",- ნათქვამია  განცხადებაში. 

გამოძიება  სსკ-ს მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები