4827 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვლილი - კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4827 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი, ხოლო 1895 გამოჯანმრთელდა.
დადებითობის მაჩვენებელი დღიური 10,99%-ია. ბოლო 14 დღის - 7,41%, ბოლო 7 დღის - 8,08%.