გლოვოს კურიერზე თავდამსხმელი დაკავებულია - რას ამბობს თემო სიგუას ოჯახი

14.08.24 13:15
გლოვოს კურიერზე თავდამსხმელი დაკავებულია - რას ამბობს თემო სიგუას ოჯახი

გლოვოს კურიერზე თავდამსხმელი დაკავებულია - დაჭრილი თემო სიგუას დედა "პირველებთან" მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ მის შვილს გადაადგილება ჯერ კიდევ უჭირს.

,,ესე უცებ მოხდა ყველაფერიო, ერთ-ერთმა დამარტყაო, რა თქმა უნდა, მეც დავარტყიო. ამან უცებ ამოიღო იარაღიო. ჯიბეში, რომ ჩაიყო ხელი მივხდი, რაღაცას. ხელი ავუწიე ბიჭო რას შვრებიო და ზემოდან მესროლაო. ერთ-ერთმა მანიშნა წადიო, ვხედავდი გონებას ვკარგავდიო, ძალა მოვიკრიბე და ჩემს თავს ვუთხარი წადი, თორემ ხრამში გადაგაგდებენო. მივჩანჩალდი მოტომდე, როგორ მოვედი აზრზე არ ვარო. ხიდზე უკვე რვიანებს ვწერდიო და გაითიშა მერე. წევს, გადაადგილება უჭირს", - ამბობს კურიერის დედა.

გლოვოს კურიერზე თავდამსხმელი შსს-მ ერთ თვიანი ძებნის შემდეგ დააკავა.

აღირებს თუ არა დაკავებული ბრალს, ამის შესახებ მისი უფლებამდაცველი "პირველებთან" არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ საქმის მასალები გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს თბილისში გლოვოს კურიერს, თემო სიგუას თავს დაესხნენ. თემო სიგუას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე დღის 18:00 საათზე მოხდა. 

მსგავსი სიახლეები