დაჭრილი კურიერის საქმე - დაინტერესდება თუ არა გამოძიება თავდასხმაში მონაწილე სხვა პირებით?

14.08.24 17:25
დაჭრილი კურიერის საქმე - დაინტერესდება თუ არა გამოძიება თავდასხმაში მონაწილე სხვა პირებით?

საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ ამბობენ, აპირებენ თუ არა კურიერის თავდასხმაში მონაწილე სხვა პირებით დაინტერესებასაც. ერთთვიანი ძებნის შემდეგ, ციხეში მხოლოდ ის ადამიანი გაუშვეს, ვინც თემურ სიგუას იარაღიდან ესროლა. არადა ოჯახის მტკიცებით, ამ დაპირისპირებაში კიდევ შვიდი ადამიანი მონაწილეობდა. 

ადვოკატის თქმით, არსებობს ყველანაირი საფუძველი საიმისოდ, რომ გამოძიება მინიმუმ დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაიწყოს.

დამატებით მივმართეთ გამოძიებას, მოეწოდებინა ინფორმაცია, იდენტიფიცირებული გახდა თუ არა იმ პირთა ვინაობა, რომელიც ან მონაწილეობდა ან შეესწრო კონფლიქტს და მოხდა თუ არა გამოძიების მიერ მათი გამოკითხვა. ჩვენ დღეს გავაგზავნეთ ეს წერილი და პასუხი არ გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გამოძიებამ მოახდინოს ყველა იმ პირის იდენტიფიცირება და გამოკითხვა. თუ უშუალოდ მონაწილეები არიან, რა თქმა უნდა, მათ წინაშეც უნდა დადგეს ბრალის წაყენების საკითხი, მაგრამ თუ მონაწილეები არიან, შეუტყობინებლობის მუხლით მაინც უნდა აღიძრას საქმე ამ პიროვნებების მიმართ, იმიტომ, რომ ისინი უშუალოდ შეესწრნენ კონფლიქტს  და არავინ არ დაუკავშირდა პოლიციას და სასწრაფოს", - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.

კურიერზე თავდამსხმელი დღეს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს თბილისში გლოვოს კურიერს, თემო სიგუას თავს დაესხნენ. თემო სიგუას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე დღის 18:00 საათზე მოხდა. 

მსგავსი სიახლეები