იმ დროს როდესაც "ოცნების’’ მაღალჩინოსნებმა არ იციან, სად წაიღონ მოპარული მილიონები, ქვეყანაში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა - ნადირაძე

14.08.24 18:01
 იმ დროს როდესაც "ოცნების’’ მაღალჩინოსნებმა არ იციან, სად წაიღონ მოპარული მილიონები, ქვეყანაში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა - ნადირაძე

"ქვეყანაში ყოველი მესამე ბავშვი და მოზარდი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, იმ დროს როდესაც "ქართული ოცნების’’ მაღალჩინოსნებმა არ იციან სად წაიღონ თავიანთი მოპარული მილიონები" - ასე აფასებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დღეს განოქვეყნებულ სტატისტიკას. 

მისი თქმით, ხელისუფლება ბავშვებს შიმშილისგან ვერ იცავს და პაკეტები, რომელიც ამ მიმართულებით არის ამოქმედებული ეფექტური არ არის: 

საგანგაშო  სტატისტიკაა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომ ამ ქვეყანაში ყოველი მესამე ბავშვი და მოზარდი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, იმ დროს როდესაც ‘’ქართული ოცნების’’ მაღალჩინოსნებმა არ იციან სად წაიღონ თავიანთი მოპარული მილიონები, როგორ მოიპარონ ფული, როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება. არ არის შესაბამისი სოციალური პაკეტები, ის რაც არის გამოყოფილი არის მიზერული და ვერ უზრუნველყოფს, იმას რომ ამ ოჯახებში ბავშვებმა არ იშიმშილონ, მიიღონ ნორმალური ჯანდაცვა, ნორმალური განათლება- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 243 573 პირი იღებს, საქსტატის სტატისტიკით კი საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 764 759 ადამიანია.

მსგავსი სიახლეები