ქვეყანაში 260 000 ბავშვი შიმშილობს, ხელისუფლება ოლიგარქის ბაობაბებზე დარდობს - სერგო ჩიხლაძე
''შვიდას სამოცი ათასი ბავშვიდან, ორას სამოცი ათასი ბავშვი შიმშილობს ასეთი ქვეყნის ხელისუფლება დარდობს ოლიგარქის ბაობაბებზე''- ასე ეხმაურება "ერთიანიობის" ერთ-ერთი ლიდერი, სეგო ჩიხლაძე დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთა.
მისი თქმით, ეს მონაცემები ქვეყნის ტრაგედიაა.
შვიდას სამოცი ათასიდან, ორას სამოცი ათასი ბავშვი შიმშილობს და სოციალურად დაუცველია...
ასეთი ქვეყნის ხელისუფლება დარდობს ოლიგარქის ბაობაბებზე. ასეთი ქვეყნის ხელისუფლება, სახელმწიფო თვითმფრინავებით გადაადგილდება, მილანში და დუბაიში, რომ იშოპინგონ. კატასტროფაა ეს, ქვეყნის ტრაგედიაა"- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 243 573 პირი იღებს, საქსტატის სტატისტიკით კი საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 764 759 ადამიანია.