რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება - გაბუნია

03.08.21 11:51
რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება - გაბუნია

საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებას ქვეყანაში არ გეგმავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საბჭოს სხდომის შემდეგ თქვა. 

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე, მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით", - თქვა თამარ გაბუნიამ.