საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო - ამირან გამყრელიძე

03.08.21 12:45
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

დღეს სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. ერთი მთავარი გზავნილი მინდა გავაკეთო  გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7% სამწუხაროდ, აუცრელია. მეორე მხრივ, ასევე გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის 0, 3% ორჯერ აცრილებში და 0,9% ერთხელ აცრილებში. აქაც სრულად აცრილებში დაახლოებით, თხუთმეტჯერადი განსხვავებაა ანუ აცრა 15 ჯერადობით იცავს - 1000 ადამიანში ვინც აცრილია, შეიძლება დაიღუპოს ერთი მაშინ, როდესაც აუცრელ 1000 ადამიანში დაიღუპება 15. ამიტომ დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი. აცრები ერთ-ერთი მთავარია რაც ჩვენს მოსახლეობას დაიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან და სავალალო გამოსავლისგან“, - განაცხადა გამყრელიძემ.