"არ მეგონა, რომ ამის გამო დავისჯებოდი" - პედაგოგები წინასაარჩევნო რეპრესიებზე
წინასაარჩევნო რეპრესიები სკოლებში - სამეგრელოს სოფელ ინგირის,კახათის და ზუგდიდის საჯარო სკოლის პედაგოგები ადმინიტრაციას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. პედაგოგები ამბობენ, რომ ისინი გასულ წელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე მუშაობდნენ, თუმცა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებამ სკოლებში რეპრესიები დაიწყო. პედაგოგების თქმით, მათ ხელშეკრულების ვადა გასული წლის ოქტომბერში ამოეწურათ.
არასოდეს, არცერთი მთავრობის დროს არ მიწარმოებია წინასაარჩევნო პოლიტიკა, მაღალი გითხრათ, არც მეგონა, რომ მე ამის გამო დავისჯებოდი, წინა მთავრობის დროსაც შავ სიაში ვიყავი და ეხლაც ალბათ შავ სიაში ვარ ამ პოზიციის გამო", - ამბობს პედაგოგი.
სკოლის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ დირექტორები მოხსნეს და მათ ადგილას "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დანიშნეს.
პოლიტიკურ ამბავში არასდროს არ ვიყავი ჩართული და ვიღაცას არ მოწონდა, 5 სკოლის დირექტორი დაგვტოვეს ის", - ამბობს ყოფილი დირექტორი.