მძღოლს ბათუმში წაყვანას სთხოვდა - ახალი დეტალები გაუჩინარებული მოზარდის საქმეზე

03.08.21 13:10
მძღოლს ბათუმში წაყვანას სთხოვდა - ახალი დეტალები გაუჩინარებული მოზარდის საქმეზე

ლაგოდეხში გაუჩინარებული  14 წლის მოზარდი თბილისში შენიშნეს. თვითმხილველის გადმოცემით,  14 წლის გელა ჯიბღაშვილი დიდუბეში იმყოფებოდა და ბათუმში გამგზავრებას ცდილობდა.  

ბათუმის მძღოლებს ეხვეწებოდა ფეხბურთზე მაგვიანდდება წამიყვანეთო და იმათმა უყვირეს სახლში თუ იციანო და ამაზე გაიქცა გაბრაზებულიო", - ამბობს ბავშვის დეიდა. 

მოზარდის ოჯახის თქმით, ეს არ არის მოზარდის სახლიდან წასვლის პირველი შემთხვევა.  სამძებრო სამუსაოებში პოლიციაა ჩართული. მოზარდი 2 დღის წინ გაუჩინარდა. 

მსგავსი სიახლეები