მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით - შსს-მ 4 პირი დააკავა

03.08.21 13:43
მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით - შსს-მ 4 პირი დააკავა

მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით - შსს-მ 4 პირიდ დააკავა. უწყების ინფორმაციით, 2 აგვისტოს მცხეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად 23 წლის ქალს  თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.