ოლიმპიელების დახვედრა - რა ხდება ცერემონიების სასახლეში?
ოლიმპიელების დახვედრა დახურულ სივრცეში - ცერემონიების სასახლეში მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლები და ოლიმპიელები იმყოფებიან.
ოლიმპიელებს სიტყვით უკვე მიმართა ირაკლი კობახიძემ, ამ წუთებში კი სცენას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იკავებს, თუმცა მათი სიტყვის მოსმენა მედიის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ, რადგან ცერემონია მედიისთვის ფაქტობრივად დახურულია და მხოლოდ შორი მანძილიდან აქვთ თვალყურის მიდევნების საშუალება.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ღონისძიებაზე რამდენი საათით ადრე დაპატიჟეს, მთავრობას დემარში უპასუხა. ეს ღონიძიება ხალხისთვის უნდა ყოფილიყო და არა მთავრობის სტუმრებისთვის - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ოცნების გადაწყვეტილებას. განცხადება პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ასევე ნახეთ: