აზერბაიჯანელი პოლიტდევნილის გარდაცვალების საქმე - გამოკითხვაზე ბაკიხანოვის მეგობარი დაიბარეს

03.08.21 15:25
აზერბაიჯანელი პოლიტდევნილის გარდაცვალების საქმე - გამოკითხვაზე ბაკიხანოვის მეგობარი დაიბარეს

თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი პოლიტდევნილის,ჰუსეინ ბაკიხანოვის საქმეზე  პოლიციის განყოფილებაში დაკითხვები მიმდინარეობს. დღეს სამართალმცველებმა გამოკითხვაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერის მეგობარი, ავთანდილ მამედოვი  დაიბარეს.მამედოვი გამომძიებლების კითხვებს მოწმის სტატუსით პასუხობს. ბაკიხანოვის მეგობარი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქმის მიჩქმალვას ცდილობს. 

კვლავ დამიბარეს გამოკითხვაზე, მე რა თქმა უნდა ვითანამშრომლებ გამოძიებასთან და ყველა საჭირო ინფორმაციას მივაწვდი. მე რომ არ ვყოფილიყავი ოჯახი შვილის გარდაცვალების ამბავს ვერ გაიგებდა. პოლიციამ მათ არ შეატყობინა, ვფიქრობ, საქმის მიჩქმალვას ცდილობენ. ბუნოდოვანია, ოჯახის ჩამოსვლის საკითხი. იმედია, საელჩო დაეხმარება ოჯახს ცხედრის გადასვენებაში", - ამბობს მამედოვი.

ოჯახს საქართველოში ჩამოსვლის საშუალებას ისევ არ აძლევენ. ასევე ვერ ხერხდება ცხედრის გადასვენება.

აზერბაიჯანელი ბლოგერი და პოლიტდევნილი საქართველოში 14 ივლისს გაურკვეევ ვითარებაში გარდაიცალა. 
ჰუსეინ ბაკიხანოვის საქმეს ამ დრომდე შსს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. თავდაპირვლეად მისი გადაცვალების შესახებ ინფორმაცია აფგან მუხთარლიმ გაავრცელა და თქვა, რომ ბაკიხანოვი შენობიდან გადმოაგდეს.