ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება - დაკავებულია 1 პირი

04.08.21 09:59
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება - დაკავებულია 1 პირი

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს, ხოლო 3 პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.  

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფ 10-მდე კომპანიის სახელით, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა ურთიერთშორის განახორციელეს სხვადასხვა სახის მომსახურების მიწოდება, რა გზითაც მათსავე კომპანიებს შეუქმნეს ჯამში 318 503 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიების საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 
 

მსგავსი სიახლეები