სპეცოპერაცია ამერიკულ კომპანიებში - „ფრონტერაში“ სამი სამთავრობო უწყება ერთდროულად შევიდა

04.08.21 11:16
სპეცოპერაცია ამერიკულ კომპანიებში - „ფრონტერაში“  სამი სამთავრობო უწყება ერთდროულად შევიდა

კომპანია „ფრონტერაში“  სამი სამთავრობო უწყება ერთდროულად შევიდა. სუსის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა ნავთობ მომპოვებელი კომპანიიდან დოკუმენტები ამოიღეს და კომპანიის მუშაობა ფაქტობრივად გააჩერეს.

რამდენიმე დღეა ამერიკული კომპანიის  ოფისი დალუქულია. გაჩერებულია ნავთობ ტერმინალიც და უკვე მოპოვებული ნედლი  ნავთობის კონტეინერებიც. კომპანიას მოპოვებული ნავთობის რეალიზაციის საშუალებასაც არ აძლევენ, რის გამოც შესაძლოა, ეკოლოგია დაზიანდეს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ძალოვანების შესვლა  კონკრეტული მაღალჩინოსნების ინტერესებს უკავშირდება. 

ნავთობის, გაზი ყველაფერი დაყადაღებულაი აღმასრულებლის მიმართ. ამჟამად "გრინკაპიტალს" და "ფრონტერას" ყველა კომპანიას აუკრძალეს გაზის რეალიზაცია. ჭაბურღილები შევსებულია, ეკოლოგიას ადგება უდიდესი ზიანი, ამ დღეებში მოხდება გადაღვრა ამ ჭაბურღილების. აქ არის ბევრი მაღალჩინოსნის ინტერესი. ეს გაუგებარი დავა ემსახურება იმის, რომ წაართვან 50% გაიყვანონ ხელშეკრულებიდან", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

 

 

მსგავსი სიახლეები