პოლიციელები არ დაინტერესებულან ვიცოდი თუ არა რამე თვადასხმის შესახებ - ბაკიხანოვის მეგობარი

04.08.21 11:34
პოლიციელები  არ დაინტერესებულან ვიცოდი თუ არა რამე თვადასხმის შესახებ - ბაკიხანოვის მეგობარი

აზერბაიჯანელი ბლოგერის მეგობარი, ავთანდილ მამედოვი ამბობს, რომ სამართალდამცავები მას ბანალურ კითხვებს უსვამდნენ და თავდასხმის დეტალებით არც კი დაინტერესებულან. ბაკიხანოვის მეგობარი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანელ ბლოგერს თავს აზერბაიჯანის საელჩოს  და "სოკარის" თანამშრომლები დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. 

ძმასთან, ოჯახთან კომუნიკაცია ბოლო დღეა არ მქონია, გამომდინარე იქიდან, რომ მის ძმას აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ღიად შეუთვალა თუ არ გაჩერდებოდა პრობლემებს შეუქმნიდნენ. ამ ზეწოლის გამო გავწყვიტე კავშირი მასთან, გუშინ კი პოლიციაში გავიგე, რომ ცხედარი გადაუციათ. პოლიციელები ჩემგან არ დაინტერესებულან ვიცოდი თუ არა რამე იმ თვადასხმის შესახებ, როგორ დაესხნენ თავს ხუსეინს აზერბაიჯანის საელჩო და სოკარის თანამშრომლები, გაუსწორდნენ სასტიკად იმის გამო, რომ ის არ თანმხდებობდა თანამშროიმლობას სპეცსამსახურებთან, - ამბობს მამედოვი.

ჰუსეინ ბაკიხანოვის მეგობარს გუშინ ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში 6 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერი სამშობლოში გუშინ გადაასვენეს.