ჟურნალისტები საფრთხის ქვეშ - ლექსო ლაშქარავა მსოფლიოს აგვისტოს სიის ათეულში მოხვდა

04.08.21 11:58
ჟურნალისტები საფრთხის ქვეშ - ლექსო ლაშქარავა მსოფლიოს აგვისტოს სიის  ათეულში მოხვდა

ჟურნალისტები საფრთხის ქვეშ -  "დოიჩე ველეს" მიერ გამოქვეყნებულ სიაში 5 ივლისს თბილისის ცენტრში ულტრამემარჯვენეთა მიერ ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც მოხვდა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.აგვისტოს სიაში მოხვდა ბოლოდროინდელი შემთხვევები, როცა ფოტოგრაფები, ვიდეოჟურნალისტები და რეჟისორები მათი საქმიანობის გამო გახდნენ სამიზნეები. 

ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე აღნიშნულია, რომ  ოპერატორი თბილისში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ლგბტქ–ს წინააღმდეგ გამართული აქციაზე მუშაობის პროცესში ტვინის შერყევა მიიღო და სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.