საგანგაშო ეპიდვითარება - გორისა და ქარელის კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის
ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, კლინიკებში საწოლების დეფიციტია. გორისა და ქარელის კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის. არსებული ინფორმაციით, ზოგიერთ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულები არაინფიცირებულ პაციენტებთან ერთად ჰყავთ მოთავსებული.
გორში არსებული კლინიკა "გორმედი" პაციენტებს ვეღარ იღებს. კლინიკაში არსებულ სიტუაციაზე ადმინისტრაცია განმარტებას არ აკეთებს.
მძიმე ვითარებაა სამხედროს ჰოსპიტალშიც,სადაც დამატებითი რესურსების მობილიზება მოახდინეს, თუმცა პაციენტების მოთავსება მაინც ვერ ხერხდება. კლინიკებში ინფიცირებულები ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გადაყავთ.
პაციენტები ამბობენ, რომ კლინიკებში მძიმე მდგომარეობაა ჰიგიენის თვალსაზრისითაც. მათი თქმით, "გორმედში" სამედიცინო ხელთათმანების დეფიციტია.
მსგავსი სიახლეები
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.