დიდი დაპირისპირება მეუფე ნარიმანის სახლთან - მლოცველები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

19.08.24 20:33
დიდი დაპირისპირება მეუფე ნარიმანის სახლთან - მლოცველები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დიდი დაპირისპირება მდუმარე ბერად წოდებულ ნარიმანის სახლის კართან. ირკვევა, რომ იმ დღეს, როდესაც მეუფე ნარიმანს მრევლისთვის ფული უნდა დაერიგებინა, მლოცველებმა რიგი ვერ დაიცვეს და ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთმა  მცირეწლოვანს ხელი ჰკრა და კიბიდან დააგორა. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს ბავშვი, რომელიც ტირის და ისმის ფრაზა - “ბავშვი კიბიდან გადააგდო.“  ხელჩართულ ჩხუბს ადასტურებს დაზარალებულის ოჯახის წევრიც და ნარიმან მაქარაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც  ბერად გამოცხადებულის სახლთან მრევლს შორის დაპირისპირება ხდება.

ვრცლად ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები