ჰოსპიტალური სექტორი უკვე ზღვარზე მუშაობს - სოფო ჯაფარიძე ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე

04.08.21 13:11
ჰოსპიტალური სექტორი უკვე ზღვარზე მუშაობს - სოფო ჯაფარიძე ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე

საგანგაშო კოვიდსტატისტიკის ფონზე, სპეციალისტები ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს პროგნოზირებენ. "მედგიდის" დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ გამოსავალი  საველე ჰოსპიტალების შექმნაა. 

ეპიდვითარება დღეს არის უკიდურეს ვითარებაში  ყოველდღიურად უკან და უკან მივდივართ. ჰოსპიტალური სექტორი უკვე ზღვარზე მუშაობს, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მოვისმინეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ 8 ათასი საწოლი არის მობილიზებული და ეს არის მათი სისტემის მაქსიმუმი. ამით გვითხრეს, რომ ამის მეტი აღარ შეუძლიათ. თუ ასეთ ნახტომისებურად გაიზრდება ინფიცრებულთა რიცხვი დაგვიდგება იმის რეალობა, რომ ყველა უნდა გამოვიდეთ კაბინეტებიდან და შეიქმნას საველე ჰოსპიტლები", - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 38 პაციენტი.