გორში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი მეორედ ჩამოინგრა

17.03.21 16:16
გორში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი მეორედ ჩამოინგრა

გორში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი მეორედ ჩამოინგრა. შენობის რეაბილიტაციაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან თითქმის ორი მილიონია დახარჯული.

პირველად შენობის რეაბილიტაცია 2013 წელს მოხდა, თუმცა ის რამდენიმე დღეში ისევ ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, სოზარ სუბარის უწყებას, ყოფილი საავადმყოფოს შენობას რეაბილიტაცია ისე ჩაუტარა, რომ მისი მდგრადობის შესახებ ექსპერტზისი დასკვნას არ დაელოდა.  აღნიშნული შენობა მეორედ უკვე გუშინ ჩამოინგრა. 

ამჟამად დევნილებისთვის განკუთვნილი შენობა ადგილობრივი მუნიციაპილტეტის ბალანსზეამ და მის მოვლა-პატრონობაში ყოველწლიურად 28 800 ლარი იხარჯება.   

აღნიშნულ შენობასთან დაკშირებით „პირველების“ შეკითხვებს გორის მერი გაექცა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კოტე თავზარაშვილი კომენტარი მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.  

ეს შენობა ჩვენ საკუთრებაში გამოგვეცა, გუშინ მოხდა გვიან ღამით დაზიანებული ფლიგელის კიბის უჯრედის ჩამოშლა. საბედნიეროდ, არავინ დაზარლებულა. სამხარაულის ექსპერტიზა დაგვიდებს ამ შენობის შეფასებას და მოვახდენთ ამ შენობის გაყიდვას თავის ტერიტორიასტან ერთად, - აცხადებს თავზარაშვილი. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ  სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა და თანხა სავარუდოდ არამიზნობრივად დახარჯეს. ხელისუფლების ოპონენტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ.