რძის ფხვნილი ნედლი რძის ნაცვლად - თბილისის მერია საბავშვო ბაღებს არანატურალური პროდუქტით ამარაგებს

04.08.21 13:31
რძის ფხვნილი ნედლი რძის ნაცვლად - თბილისის მერია საბავშვო ბაღებს არანატურალური პროდუქტით ამარაგებს

რძის ფხვნილით დამზადებული საკვები - თბილისის მერიამ საბავშო ბაღები არანატურალური პროდუქტებზე გადაიყვანა. „რადიო თავისუფლების“ გამოძიებით დგინდება, რომ ფხვნილით დამზადებულ რძეში მერია უფრო ძვირს იხდის, ვიდრე ნატურალურ რძეში. აღნიშნული გარემოება აჩენს განცდას, რომ რძის ფხვნილისთვის გამოყოფილი ორ მილიონ ნახევრი ლარი ვიღაცის ჯიბეში მიდის. გაურკვეველია ისიც , რატომ ხარჯავს მერია უცხოეთიდან იმპორტირებულ რძის ფხვნილში  მილიონობით ლარს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რძის მარაგი გვაქვს და თანაც შედარებით იაფად.

დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ რძის ფხვნილის ნედლი რძით ჩანაცვლება ყოველ მხრივ უფრო მომგებიან იქნება ქვეყნისთვის. 

ბავშებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის ძალიან დიდი სხვაობაა ნედლ რძეზე დამზადებულ პროდუქტებს და ფხვნილით დამზადებულ პროდუქტებს შორის.  200 მილიონის ფხვნილი შემოდის ყოველწლიურად ქვეყანაში და ამის ჩანაცვლებით პირველ რიგში იქნება, რომ ფერმები განვითარდება, მერე ნედლი რძთ მომარაგებული პროდუქტებით ჯანმრთელ თაობას გავზრდით, ამასთან ერთად სამუშაო ადგილებს შევქმნით და ეს 200 მილიონი ჩაბრუნდება ჩვენს მეურნეობებში და აღარ გავა ქვეყნიდან ეს თანხა, - ამბობს სპეციალისტი. 
 

მსგავსი სიახლეები