მეწყრული პროცესები წყნეთში - ლეონიძის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა

04.08.21 15:08
მეწყრული პროცესები წყნეთში - ლეონიძის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა

წყნეთში, ლეონიძის ქუჩაზე მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა, რამაც მეწყრული პროცესები გაააქტიურა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შეზღუდულია. გზის გადაკეტვის გადაწყვეეტილება თბილისის მერიამ მიიღო. 

ლეონიძის ქუჩაზე ათამდე მოსახლე ცხოვრობს. მათი ინფორმაციით, გზაზე ფეხით გადაადგილებაც საფრთხის შემცველია. 

თბილისის მერის თქმით, გზაზე მოძრაობის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხერხდება.

აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება. მაქსიმალური თანადგომა, მხარდაჭრრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია, - ამბობს კახა კალაძე.