სამტრედიაში ქალი მოკლეს

20.08.24 16:37
სამტრედიაში ქალი მოკლეს

მკვლელობა სამტრედიაში - მეზობელმა მეზობელი საკუთარ ეზოში მოკლა.

"პირველების" ინფორმაციით, მოკლულია 72 წლის ქალი. 

პენსიონერს 3 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ მეზობლებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობაც, ის 36 წლის პირია.

მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.