გაძვირებული სესხები - ექსპერტები ფასების კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ
ფინანსისტები რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავენ. "საზოგადოება და ბანკების" დაფუძნებელი გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ ინფლაცია მოქალაქეების კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს და პროდუქტებზე ფასს გაზრდის.
ეს არის ბოლო 10-11 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინფლაციის. სამწუხაროდ იმ ეკონომიკურ აქტიურობას, რომელიც ასე თუ ისე გაზაფხულიდან დაიწყო და რითიც ასე ტრაბახობს ხელისუფლებას, მთლიანად ჭამს ეს ინფლაცია, რადგან ის გაცილებით სწრაფად აისახება ჩვენ ჯიბეებზე ფასების ზრდა პროდუქციაზე. მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის როლიც, რომელმაც შესაძლოა კიდევ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, რაც ნიშნავს რომ საშუალო საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაიზარდოს სესხებზე, რა თქმა უნდა ჩვენ ჯიბეებზე აისახება", - ამბობს კეპულაძე