თავდასხმების გამოუძიებლობა საზოგადოებისთვის გზავნილია - ნიკო მანაგაძე

20.08.24 17:50
თავდასხმების გამოუძიებლობა საზოგადოებისთვის გზავნილია - ნიკო მანაგაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე მიიჩნევს, რომ თავდასხმების გამოუძიებლობა საზოგადოებისთვის გზავნილია, რომ ნებისმიერი მათგანი შესაძლოა, იყოს მორიგი მსხვერპლი.

მანაგაძე ამბობს, რომ სამი თვე გავიდა და დღემდე ფორმალური ნაბიჯებიც კი არ გადადგმულა, სახელმწიფოს მხრიდან.

დაახლოებით სამი თვე გავიდა უკვე და არანაირი ფორმალური ნაბიჯებიც კი არ გადადგმულა სახელმწიფოს მხრიდან, გამოძიების მხრივ. ეს კი რეალურად აჩვენებს ხელისუფლების მცდელობას, რომ არამხოლოდ დაუსჯელი დატოვოს ამგვარი დანაშაული და თავისი ორგანიზებული ჯგუფები, არამედ ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ისინი ამას აკეთებენ დემონსტრაციულად და საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი, შესაძლოა, იყოს ხელისუფლების ორგანიზებული თავდასხმების მორიგი მსხვერპლი“,- ამბობს ნიკო მანგაძე.

ე.წ. ტიტუშეკების მიერ სამოქალაქო აქტივისტების დაბრბევაზე, ცემასა და თავდასხმაზე რამდენიმე საათის წინ Human Rights Watch-მა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის პირველივე აბზაცში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ უჩვენებია, რომ ისინი ეფექტიანად იძიებენ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე.

ანგარიშში ექვსი საქმეა გაანალიზებული. მთავარი და საერთო პრობლემა კვლავაც ისაა, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ეს საქმეები.

მსგავსი სიახლეები