შინდისის გმირების მემორიალი ისევ დაუსრულებელია - საქმეზე გამოძიებაა დაწყებული
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპირების მიუხედავად, შინდისის გმირების მემორიალი ისევ დაუსრულებელია. გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა ღარიბაშვილისგან მემორიალის გახსნის პირობა რამდენიმე თვის წინ მიიღეს, თუმცა თავდაცვის მინიტრის რანგში გაცემული პირობა, როგორც ჩანს ღარიბაშვილს დაავიწყდა.
იმ ადგილას, სადაც 2008 წლის 11 აგვისტოს უთანასწორო ბრძოლა გაიმართა, ამ დრომდე 17 გმირის ნაცვლად მხოლოდ ორის სკულპტურა დგას. მონუმენტისთვის შინდისის განვითარების ფონდში თითქმის 2 მილიონი გადაირიცხა, თუმცა ამ დრომდე მემორიალის დასრულება ვერ მოხერხდა. აღშნიშნული თანხების მიზნობრივ გახარჯვაზე თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით გამოძიება დაიწყო.
მემორიალის დასრულებისკენ მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს შინდისის გმირების მშობლებიც.
მსგავსი სიახლეები
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.