რუსული ანაკომის სუპიდან რუსულ ზეთამდე - თავდაცვის სამინისტრო მანკიერ პრაქტიკას ისევ აგრძელებს
რუსული ანაკომის სუპიდან რუსულ ზეთამდე. აგრესორი ქვეყნის წარმოებული ზეთი “ეფკო“ ქართულ ჯარში. თავდაცვის სამინისტრო მანკიერ პრაქტიკას ისევ აგრძელებს და ქართველ სამხედროებს რუსული პროდუქტებით ამარაგებს. სამინისტროში ყველაფერი ისეა დალაგებული, რომ კომპანია,რომლის გავლითაც სახელმწიფო ოკუპანტი ქვეყნიდან ზეთს იღებს, ბაზარზე სრული მონოპოლიით სარგებლობს.
რატომ მაინცდამაინც რუსული, როცა ბაზარი სავსეა ქართული ზეთით? ქვეყნის თავდაცვის მინისტრს მარტივად შეუძლია, ოკუპანტისგან მიღებული პროდუქტი ქართველ სამხედროებს არ მიაწოდოს, მაგრამ ასე იქცევა. ჯარის საკვებით მომარაგების მიზნით შერჩეულია კომპანია, რომლის მეწილეებიც “ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები იყვნენ.