დასაქმებულთა სადავო სტატისტიკა - ვის სჯერა უმუშევრობის ინდექსის?
დასაქმებულთა სადავო სტატისტიკა. საქსტატის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, ქვეყანაში უმუშევრობა მცირდება. ქვეყნის მთავარი მთვლელის ოფიციალური მონაცემებით, უმუშევართა დონე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 3 პროცენტით ნაკლებია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ციფრები რეალობისგან მოწყვეტილია და საქმე გვაქვს ციფრებით მანიპულაციასთან.
საქსტატის მონაცემებში არ მოხვდა ის ათასობით ადამიანი, რომელიც სამუშაოს საძებნელად ქვეყანას ყოველთვიურად ტოვებს. შესაბამისად, მცირდება იმ ადმიანების რიცხვიც ვინც საქართველოში დასაქმებას უშედეგოდ ცდილობდა.